|
2021-04-06 11:52:53, 515 ნახვა
საზოგადოება
ენერგეტიკის განვითარების ფონდი - „ნამახვანჰესის“ ტენდერის პროცედურები იყო სრულად გამჭვირვალე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ყველა ბრალდება უსაფუძვლოა
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC) მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, „ნამახვანჰესის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ შეირჩა გაუმჭვირვალედ. ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანის თქმით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ, ახლაც სრულად უფლებამოსილია, ჩაატაროს მსგავსი ტენდერი. აღნიშნული ტენდერი 2015 წელს ენერგეტიკის სამინისტროს ინსტრუქციებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა. „რაც შეეხება „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გამოთქმულ კიდევ ერთ უსაფუძვლო ბრალდებას, რომ კომპანიის შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, მინდა განვმარტო, რომ ტენდერში 26 საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია მონაწილეობდა. ერთადერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი, რისი მიხედვითაც შეირჩა „ქლინ ენერჯი გრუპი“, ყველაზე დაბალი ფასი იყო“, – აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა. მისივე თქმით, ასევე ტყუილია და საფუძველს მოკლებულია ბრალდება, თითქოს ინვესტორი შეიცვალა და ახალი ინვესტორიც ჩანაცვლდა. „განაცხადების გაკეთების დროს კომპანიის დამფუძნებლები გახლდნენ ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპი“ და თურქული კომპანია „ენკა“, რომელიც დღესაც წარმოადგენს „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიას“, – აცხადებს გიორგი ჩიქოვანი. ენერგეტის განვითარების ფონდის დირექტორის თქმით, მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდება, თითქოს ხელშეკრულების პირობების მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს ინტერესებს არავინ იცავდა. „მოლაპარაკების დროს ჩართულები იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალკვალიფიური იურისტები, ასევე სახელმწიფომ დაიქირავა საერთაშორისოდ აღიარებული და წარმატებული იურიდიული კომპანია White & Case, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო პროცესში და მონაწილეობას იღებდა მოლაპარაკებების მთელ პერიოდში, რომელიც წარმატებით დასრულდა 2019 წლის აპრილში და დაიდო იმპლემენტაციის ხელშეკრულება. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა – „ნამახვანჰესის“ კასკადის ტენდერის პროცედურები იყო სრულად გამჭვირვალე, შეესაბამებოდა არსებულ კანონმდებლობას და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებული ყველა ბრალდება სრულიად უსაფუძლო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია“, - აცხადებს გიორგი ჩიქოვანი.
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)