01:21 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-03 16:25:40, 713 ნახვა

პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები რეგიონებში გასვლებს და მხარდამჭერებთან შეხვედრებს გეგმავენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები 15 მაისის აქციამდე, რეგიონებში გასვლებს გეგმავენ.

როგორც სერგო ჩიხლაძემ დღევანდელი ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურალისტებს განუცხადა, პარტიები შეხვდებიან საკუთარ ამომრჩევლებს, თუმცა მათ ექნებათ ერთმანეთთან კოორდინაცია.

„15 მაისამდე იგეგმება რეგიონებში გასვლა, პარტიების მიერ.  პარტიები შეხვდებან თავიანთ ამომრეველს, ფორმები, ვინ, როგორ, რა ფორმით შეხვდება და რა მეთოდიკას აირჩევს, თავისუფლები ვართ, უბრალოდ კოორდინაცია გვექნება ერთმანეთში“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო დასავლელ პარტნიორებთან დიალოგის აუცილებლობის საკითხი.

„საკოორდინაციო საკითხები მიმოვიხილეთ, ასევე მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან დიალოგის აუცილებლობას, ასევე იმას, რომ ყველა პარტია ვთანხმდებით, რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთი გზავნილი გავუგზავნოთ, რომ თუ რაიმე სანქციებზეა საუბარი, რომ ქვეყანას არ დაედოს არანაირი სანქცია და კონკრეტულ პირებზე გადავიდეს ეს წნეხი და არა ქვეყანაზე და ამაზე მნიშვნელოვანია ოპოზიციის როლი“, - დასძინა სერგო ჩიხლაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics