00:36 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 11:13:22, 610 ნახვა

პოლიტიკა
მე-9 მოწვევის პარლამენტში 20 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობა შეაფასა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მე-9 მოწვევის პარლამენტში 20 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია.

ესენია: რუსლან გაჯიევი, ვალერი გელაშვილი, პაატა გოგოხია, ელგუჯა გოცირიძე, მახირ დარზიევი,  მუხრან ვახტანგაძე, ჯუმბერ იზორია, ზაზა კედელაშვილი, თეიმურაზ კოხრეიძე, იოსებ მაკრახიძე, სამველ მანუკიან, ენზელ მკოიანი, რომან მუჩიაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე, ლევან ბეჟანიძე.

გარდა ამისა, მაგთგან 3 დეპუტატს - ზაზა კედელაშვილს, ენზელ მკოიანსა და რამაზ ნიკოლაიშვილს არც მე-8 მოწვევის პარლამენტში უსარგებლიათ სიტყვით გამოსვლის უფლებით.

ამასთანავე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წერს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში აქტიურობით შემდეგი წევრები გამოირჩეოდნენ:

სიტყვით გამოსვლის ყველაზე მაღალი რაოდენობა - ეკა ბესელია (813)

ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი სერგი კაპანაძე (454)

ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი - ანრი ოხანაშვილი (262)

ყველაზე მეტი მიღებული კანონის ავტორი - ანრი ოხანაშვილი (215)

პლენარული სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა  - კობა ნაყოფია (163)

პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა  - შოთა შალელაშვილი (33)

კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - გიორგი ბოკერია (157)

კომიტეტის სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა  - ნატო ჩხეიძე (40)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics