00:36 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 17:44:35, 597 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი პოზნერის ვიზიტისას მომხდარ ფაქტს რადიკალების მიზანმიმართულ, ანტირუსულ პროვოკაციად აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც კარასინი აღნიშნავს, „ქართველი რადიკალების ქმედება შეაძლოა იყოს მიზანმიმართული ანტირუსული პროვოკაცია, რომელიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხელშეშლისკენ“.

„ამ სამარცხვინო სიტუაციამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სასტიკი დაპირისპირება ქართველი რადიკალების მხრიდან, რომლებიც სააკაშვილის პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, ისინი როგორც მათ შეეფერებათ, თავხედურად იქცეოდნენ და როგორც ყოველთვის, არღვევდნენ ადამიანური ურთიერთობების ეთიკას“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მისცა შეფასება მომხდარ ფაქტს. ირაკლი ღარიბაშვილმა რადიკალები შეაფასა დეგრადირებულ ჯგუფად, რომლებთანაც შეუძლებელია ცივილიზებული დიალოგი“, - დასძინა გრიგორი კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის გამო, ქვეყანა დაგეგმილზე ადრე, დღეს დილით დატოვეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics