14:45 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 12:40:32, 666 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პავილიონისმა იგივე თქვა, რაც პოზნერმა - უნდა ვიმსჯელოთ, შემოვუშვათ თუ არა საქართველოში

შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, მანამდე კი ვიმსჯელებთ, უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში პავილიონისი, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ჟიგიმანტას პავილიონისმა მსგავსი განცხადება გააკეთა, რაც თავის დროზე რუსმა ჟურნალისტმა, პოზნერმა აფხაზეთთან მიმართებაში.

„ „ნაცმოძრაობის“ აქტივი და აქტივისტები, მათი ლიდერები ვლადიმერ პოზნერის განდევნასს არა კანონის დარღვევის გამო, არამედ მისი წარმომავლობის და საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმული, პირველ რიგში, ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელი მოსაზრებების გამო ითხოვს.  ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელსაც საკააშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა, ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, ნაცმოძრაობის მომხრე პოლიტიკოსი, ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა საქართველოში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით-თეთრე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის პროტესტანტი გიორგი კანდელაკი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics