00:37 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 11:05:54, 351 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე შეცვლის

იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეს, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, რატი ბრეგაძე შეცვლის.

მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი პრემიერმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

„რატი ბრეგაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2012 წლიდან რატი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. ასევე, მინდა ვთქვა, რომ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. რატი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics