|
2021-03-31 12:17:55, 698 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ თავშეკავებული პოზიცია გამოხატა იმ პუნქტებთანაც, რომელსაც ოპოზიცია დათანხმდებოდა
„ქართულმა ოცნებამ“ თავშეკავებული პოზიცია გამოხატა იმ პუნქტებთანაც, რომელსაც ოპოზიცია დათანხმდებოდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადშვილმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა, სადაც ადამიანები პოლიტიკური ნიშნით მძევლებად აჰყავთ, დემოკრატიულ ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს. „ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლია მხოლოდ სისტემურ გადატვირთვას, როგორიც არის მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილება და შემდეგ უკვე ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ როგორც ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე, ასევე პრინციპზე, რომ ქვეყანაში სრულდება პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულება. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას როგორც დემოკრატიული საქართველო, როდესაც ადამიანები პოლიტიკური ნიშნით აჰყავთ მძევლებად და მერე გვევაჭრებიან ამ ადამიანების გათავისუფლებაზე. ასეთ გარემოში ჩვენ ვერ შევძლებთ ვერც ერთი ჩვენი მიზნის განხორციელებას. ამიტომ არის ყველა პუნქტი, რომელიც მიშელის გეგმაში იყო ჩამოთვლილი, ერთნაირად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. თუმცა, აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ შორის იმ პუნქტებთან მიმართებაში, რომელსაც ოპოზიცია დათანხმდებოდა, გამოხატა საკუთარი თავშეკავებული პოზიცია და იქაც კი „ქართული ოცნებისთვის“ არ იყო მისაღები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კვლავ უშედეგოდ დასრულდა. არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ევროპელი მედიატორის შეთავაზებას ხელი არ მოაწერა.
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)