23:49 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 11:16:15, 482 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ნიშნები იკვეთებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი, ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგოარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეცაა საუბარი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი და ხშირ შემთხვევაში, მოსამართლეები დაუცველნი არიან, როგორც სასამართლო სისტემის შიგნიდან, ასევე გარედან.

ამასთანავე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ, ასევე საუბარია უპატივცემულობაზე მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლებისადმი.

„მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, სასამართლოს დამოუკიდებლობას მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები მაინც რჩებოდა. მოსამართლეები დაუცველნი იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისგან სასამართლო სისტემის შიგნიდან და გარედან. 

ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან საკითხებში შედის: სერიოზული პრობლემები სასამართლო დამოუკიდებლობის მხრივ, დაკავებებთან, გამოძიებებთან და დევნასთან ერთად, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნეოდა. კონფიდენციალურობის უკანონო ჩარევა, შეზღუდული პატივისცემა მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლებისადმი.

მთავრობამ გადადგა ნაბიჯები, რომ გამოიძიოს ზოგიერთი ჩინოვნიკი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, მაგრამ დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება, მათ შორის, ანგარიშვალდებულების არარსებობა პოლიციის მიერ შეუსაბამო ქცევების მიმართ, რომელიც მათ ჟურნალისტებისა და დემომონსტრანტების წინააღმდეგ 2019 წლის ივნისში აქციების დროს გამოიყენეს“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics