23:47 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 10:49:13, 964 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპრტამენტის ანგარიშში ხაზარაძე-ჯაფარიძის, უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას საქმეებზეცაა საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი, ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგოარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეცაა საუბარი.

აღნიშნულ ანგარიშში ნახსენებია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის, „თიბისის ბანკის“ დამფუძნებლის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორისა და „ტვ პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის, ასევე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, გიგი უგულავას, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისა და „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას საქმეები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მთავრობას პოლიტპატიმრები ჰყავდა.

ამასთანავე, ანგარიშში წერია, რომ ყველა აღნიშნულ საქმეზე ოპოიციური პარტიების ლიდერები და პატიმართა ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მთავრობას ჰყავდა პოლიტპატიმრები.

„2020 წლის 15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილა შეიწყალა და გაათავისუფლა პატიმრობიდან „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი. ოპოზიციურმა პარტიებმა მათი გათავისუფლება „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებული 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე მოითხოვეს. ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება მიესალმა შეწყალებას.

ოპოზიცია აგრძელებდა ოპოზიციონერი გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნას და მას მოიხსენიებდა როგორც პოლიტპატიმარს, რომლის გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებაში. 30 ივლისს გიორგი რუუას ოთხი წლით და ორი ბრალდებით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 4 აგვისტოს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება, რომ გიორგი რურუას წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული და განაცხადეს: „პოლიტიკური ნიშნით დევნა პოლიტიკური ოპონენტების ან კრიტიკული მედიასაშუალებების გავლენის მოხდენის იარაღი გახდა “. მთავრობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს ნება დართო, მოინახულონ პირები, რომლებიც თავს პოლიტპატიმრებად აცხადებენ, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს გააკეთა”, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics