2021-03-30 17:46:15, 540 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
პარლამენტმა თეა წულუკიანს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა, - შესაბამის გადაწყვეტილებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი, წინააღმდეგ წავიდა.
აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, თეა წულუკიანის ადგილმონაცვლე პარლამენტში ნინო იობაშვილია და თეა წულუკიანს ის შეცვლის.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან