14:35 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 13:14:12, 2031 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთობლივ შეხვედრას დღეს გამართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთობლივ შეხვედრას დღეს გამართავს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

მათივე ცნობით, შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული. 

დღევანდელ შეხვედრაზე დანიელსონი მხარეებს საბოლოო დოკუმენტს წარუდგენს. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics