22:56 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 12:38:02, 499 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო - მოლაპარაკებები შედეგად გამოიღებს იმას, რომ ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოვა

ოპოზიციის უმრავლესობა შემოვა პარლამენტში და გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება რიგგარეშე არჩევნების მხოლოდ იმიტომ დანიშვნა, რომ ოპოზიციის ნაწილს, არ მოსწონს არჩევნების შედეგები.

„ჩემი მოლოდინები ზოგადად ოპტიმისტურია, რომ ეს შედეგად გამოიღებს იმას, რომ ოპოზიციის უმრავლესობა უკვე შემოვა პარლამენტში და გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას. არ შეიძლება რიგგარეშე არჩევნების მხოლოდ იმიტომ დანიშვნა, რომ ოპოზიციის თუნდაც მნიშვნელოვან ნაწილს, არ მოსწონს არჩევნების შედეგები. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, აქ, ჩემი აზრით, პოლიტიკა ნაკლებად არის და არის მართლმსაჯულება. კი, ეს საკითხი მნიშვნელოვნად განმუხტავს ზოგადად ვითარებას, შეიძლება იქნას მოძებნილი რაღაც რაციონალური გადაწყვეტილება და არა უბრალოდ პარტიულ ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics