2021-03-28 09:37:33, 464 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა.
მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოში დარჩენას სამი დღით აპირებს. ის ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონმა საქართველო რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებების შედეგ, 19 მარტს დატოვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,