2021-03-27 10:02:59, 630 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოვა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგში მონაწილეობისთვის, უკვე მეორედ ჩამოდის.პირველად, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში 12 მარტიდან 19 მარტამდე გაგრძელდა, თუმცა მისი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრები შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,