21:02 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 13:28:44, 741 ნახვა

პოლიტიკა
სენატორი შაჰინი: საქართველოში პროგრესი შეჩერებულია - ჩვენ ვიმუშავებთ რეზოლუციაზე და გავაკეთებთ ამას

პროგრესი შეჩერებულია, რადგან მხარეები არ არიან მზად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, მოლაპარაკების შეჩერება მხარეებს შორის არა საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს და ქვეყნის მოწინააღმდეგეებს ეხმარება.

„ვიცით, რომ სიტუაცია მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ჩიხშია. ჩვენ გვინდოდა ძალიან მკაფიოდ გვეჩვენებინა, რომ საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერაა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში პროგრესი იყო დემოკრატიზაციის მიმართულებით, მაგრამ არ გვსურს, რომ პროგრესი შეჩერდეს. ახლა ეს პროგრესი შეჩერებულია იმის გამო, რომ მხარეები არ არიან მზად დასხდნენ მაგიდასთან და მიაღწიონ შეთანხმებას. ეს არ ეხმარება საქართველოს და ქართველ ხალხს. ეს მხოლოდ რუსეთს და საქართველოს მოწინააღმდეგეებს ეხმარება“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

ამასთანავე, სენატორმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოში კრიზისთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას.

„მოსმენის მიზანი იყო, ცხადად გვეჩვენებინა ის, რომ ახლოს ვაკვირდებით, რაც საქართველოში ხდება. არსებობს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა. თუ მოუსმინეთ გამხსნელ სიტყვებს - ჩემი, დემოკრატი თავმჯდომარის, რესპუბლიკელი უფროსი წევრის, ასევე სრული კომიტეტის უფროსი რესპუბლიკელის განცხადებებს, ისინი თითქმის იდენტური იყო. ჩვენ ყველას გვსურს საქართველო წინ წავიდეს. მაგრამ საქართველო მაგიდასთან უნდა დაჯდეს და გამოსავალი მონახოს. სენატორი ჯონსონი სენატის რეზოლუციის მიღების წინადადებით გამოვიდა. მე ამ წინადადებას მხარს ვუჭერ. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - დასძინა სენატორმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში მოსმენა გაიმართა, თემაზე „დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics