21:03 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 12:23:02, 633 ნახვა

პოლიტიკა
სენატორი ჯიმ რიში - საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, თავი დააღწიოს საბჭოთა კავშირის წარსულს

საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, თავი დააღწიოს საბჭოთა კავშირის წარსულს, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს წინაშე არსებულ კრიზისზე, რომელიც რამდენიმეწლიანი დაძაბულობის ზრდისა და ჩავარდნილი რეფორმების კომბინაციას წარმოადგენს, პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება.

„1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ, საკმაოდ დიდი პროგრესი შეიმჩნევა დემოკრატიის მშენებლობისა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. მათ ეს გააკეთეს 2008 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ ტერიტორიის მეხუტედი ნაწილის უკანონო ოკუპაციის მიუხედავად. საქართველო ასევე იყო აშშ-ის სანდო პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში და აქვს ამბიცია შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატო-ს. ბევრი ჩვენგანი ორივე მხრიდან მრავალი წლის განმავლობაში მხარს ვუჭერთ საქართველოს. ეს უკვე აღინიშნა, მე და სენატორმა შაჰინმა იქ ვიმოგზაურეთ 2012 წელს და უნდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ნამდვილად მჯეროდა, რომ ქვეყანაში შემაშფოთებელი მოვლენები იწყებოდა.

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მივსულიყავით ორივე ბანაკში, არჩევნების შემდეგ დილას, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული ძალის ბანაკში. შევხვდით პარტიის ლიდერებს, ბატონ სააკაშვილს და ბატონ ივანიშვილს. მე პირადად ცხოვრების განმავლობაში 36 არჩევნებს დავესწარი და მინდა გითხრათ, რომ საქართველოში, ამ ბანაკებში სტუმრობისას ისეთივე შეგრძნება მქონდა, როგორც ამერიკის არჩევნებზეა. გამარჯვებული გამარჯვებულად გრძნობდა თავს, ხოლო დამარცხებული დამარცხებულად. ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა მათთან, ისინი ამ დროს მკვეთრ განცხადებებს აკეთებდნენ, როგორც ხდება ხოლმე არჩევნების შემდეგ დილით, მაგრამ შემდეგ ოპტიმისტურად განვეწყე, რადგან ორივე მხარე დათანხმდა შეხვედრას, როგორც ჩვენ მოვუწოდეთ. ასე რომ, თავს კარგად ვგრძნობდით, რომ ეს მოხდა.

შემდეგ, როდესაც დრო გავიდა, ჩვენ ოდნავ იმედგაცრულებულები ვიყავით, რადგან სულ უფრო მეტი პოლიტიკური დევნა ხდებოდა. ჩვენ ისევ გამოვდიოდით მოწოდებებით, რომ ეს არ იყო გზა წინსვლისკენ. ამას დაემატა, რომ ბოლო წლებში ვნახეთ, რომ ქვეყანა დაზარალდა დემოკრატიული უკუსვლით. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო უკეთესს იმსახურებს. საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, თავი დააღწიოს საბჭოთა კავშირის წარსულს. ახლა რაც ხდება, ზრდის ოლიგარქის ზეგავლენას მართლმსაჯულებაზე, მედიაზე და ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაზე. დღეს საქართველოს წინაშე არსებულ კრიზისზე, რომელიც წარმოადგენს რამდენიმეწლიანი დაძაბულობის ზრდისა და ჩავარდნილი რეფორმების კომბინაციას, პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება. ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ მათი ვალდებულება ქვეყნის წინაშე და გადალახონ უთანხმოება“, - განაცხადა ჯიმ რიშმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics