2021-03-24 12:05:29, 466 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამი მოადგილე წარადგინა.
პირველი მოადგილე - კახა სიხარულიძე იქნება, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ამ პოზიციას იურისტი სოსო გიორგაძე დაიკავებს, საპარლამენტო მდივანი კი, იოსებ ბაღათურია იქნება.
თეა წულუკიანმა მოადგილეებს მადლობა გადაუხადა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან