20:19 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-21 17:23:25, 515 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე საბანაძის გადადგომაზე - ევროპის უარყოფა დიდ განსაცდელში ჩააგდებს ქვეყანას

ევროპის უარყოფა დიდ განსაცდელში ჩააგდებს ქვეყანას, - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის გადადგომას, ასე  ეხმიანება.

მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ვართ.

„ევროკავშირში საქართველოს ელჩის გადადგომა ნამდვილად მიანიშნებს იმ მტკივნეულ საკითხზე, რაზეც ჩვენი დასავლელი მეგობრები საუბრობენ - საქართველოსთვის ევრო-ატლანტიკური სივრცე ვიწროვდება.

საბანაძეზე ყოველთვის კარგი წარმოდგენის ვიყავი და ნამდვილად მიმაჩნია გამორჩეულ კადრად დიპლომატიაში. კიდევ ერთი ნიშანი, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ. ევროპის უარყოფა დიდ განსაცდელში ჩააგდებს ქვეყანას“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics