20:19 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 18:41:49, 654 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ - „ქართული ოცნების“ მიერ ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობების საბჭოს შექმნა პროვოკაციული ნაბიჯია

„ქართულმა ოცნებამ“ დიასპორის კომიტეტის ბაზაზე ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობების საბჭო შექმნა, - ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების არასწორი, პროვოკაციული და სახელმწიფოებრივად გაუმართლებელი ნაბიჯების გაგრძელებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებს უთანასწორო პოზიციაში აყენებს.

„საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე ვერ იქნება დიასპორა, რადგან თითოეული მათგანი მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების არასწორი, გამრუდებული წარმოდგენის პროდუქტია, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს თანასწორად არ განიხილავს. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მფარველობს, აძლიერებს და ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს, რომელთა უმრავლესობა სწორედ ეთნიკურ, რელიგიურ შუღლს აღვივებს. სწორედ ეს კონტექსტი ხდის შემაშფოთებელს ამგვარი კომისიის შექმნას დიასპორის კომიტეტის ბაზაზე.

ხელისუფლების ამ არასწორი დამოკიდებულების ნაწილია ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის უარის თქმა ნოვრუზის დღესასწაული ღირსეულად აღნიშნონ. ამისთვის გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების დროებით მოხსნა იყო საჭირო, რაც ხელისუფლებამ უმრავლესობაში მყოფი რელიგიური ჯგუფისთვის უკვე გააკეთა თუმცა იმავეს გაკეთება უმცირესობისთვის არ ისურვა. ხელისუფლება ფეხბურთის მატჩზე დასწრების მსურველებს გადაადგილების უფლებას აძლევს, ხოლო იმავეს გაკეთება არ უნდა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისთვის, რომლებიც 21 მარტს ზეიმობენ დღესასწაულს, რომელიც საუკუნეებია, ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება.

„ქართული ოცნების“ ეს პოლიტიკა ერთი მხრივ სამოქალაქო უფლებებს ლახავს, არღვევს სამოქალაქო მშვიდობას, ახალისებს ძალადობრივ სიძულვილის ჯგუფებს, მეორე მხრივ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს  და ჩვენი ქვეყნის მტრებს პროვოკაციების მოსაწყობად ხელსაყრელ ნიადაგს უქმნის – ევროპული საქართველოს განცხადება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics