2021-03-18 13:22:18, 431 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დიალოგი დასრულდება წარმატებით, თუ იქნება სათანადო მიდგომა ყველა მხრიდან
პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის სავარაუდოდ, კიდევ ერთი შეხვედრა შედგება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიალოგი იქნება წარმატებული, თუ მხარეების მხრიდან სათანადო მიდგომა იქნება.
„დღეს სავარაუდოდ კიდევ ერთი საერთო, ერთობლივი შეხვედრა შედგება. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით, შეთანხმებით, თუ იქნება სათანადო მიდგომა ყველას მხრიდან, ამ შემთხვევაში, დიალოგი იქნება წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან