2021-03-18 11:58:32, 431 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე 23 მარტს იმსჯელებენ
აშშ-ის სენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტი სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.
როგორც აშშ-ის სენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, „დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“ - თემაზე მოსმენა, რომელსაც სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს, 23 მარტს გაიმართება.
ამასთანავე, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სხდომას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეები, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი დაესწრებიან.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან