19:41 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 11:07:12, 479 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის არავითარი საფუძველი არ არსებობს

მოვისმინეთ შეფასებები, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში, ამიტომ, არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის საფუძველი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა

პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა გააგრძელოს დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან, რათა მოკლე დროში მოხდეს შეთანხმება.

„ჩვენ გავმართეთ ძალიან წარმატებული ვიზიტი, გვქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში. გვქონდა წარმატებული განხილვა ყველა იმ პროგრესისი, რომელსაც ერთად მივაღწიეთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მოვისმინეთ უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და სიტუაციის, ასევე მოვისმინეთ მათი შეფასებები ჩვენი არჩევნები, ჩატარდა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ პირობებში, აქედან გამომდინარე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა,

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო დღეს ყველა მხარეს, რომ ჩვენ კონსტრუქციული დიალოგის პირობებში და ფარგლებში შევძლოთ გამოსავლის მოძებნა, იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავაგრძელოთ ისეთ დიდ გამოწვევებზე კონცენტრირება, როგორც არის კოვიდპანდემია, ეკონომიკური მდგომარეობა, ოკუპაცია, მითუმეტეს რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე. იმედი მაქვს, ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრული, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
PLUS-ის დაბადების დღისთვის მზადება დაიწყო - იშოპინგეთ Extra -ზე და დააგროვეთ მეტი PLUS და MR ქულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics