|
2021-03-18 10:09:22, 416 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: არსად წასვლას არ ვაპირებ, ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია „ქართული ოცნების“ დატოვებასთან და მის მილანში გადასვლასთან დაკავშირებით სიცრუეა და ჭორები მიზანმიმართულად ვრცელდება. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ საუბრისას აღნიშნა, ის პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხნით აპირებს. „მილანში რატომ უნდა წავიდე, ვერ გამიგია. მილანიდან ჩამოვედი და 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც დავასრულე ჩემი სპორტული კარიერა, ქვეყანაში დავბრუნდი და ვარ პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ ის საქმე, რასაც ვაკეთებ, სჭირდება ჩემს ქვეყანას. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი, სანამ მექნება საზოგადოების მხარდაჭერა, მოსახლეობის თანადგომა. მე არასდროს გავრბივარ შუა საქმიდან. მიყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა და ყოველთვის ვცდილობ, არ დავკმაყოფილდე მიღწეულით. ზოგადად, ჩემი წარმატების ფორმულის ნაწილია, რომ როდესაც გარკვეულ წარმატებას აღწევ, არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდე ამით, უნდა ეძებო უფრო მეტი და ასევეა ჩემს ქალაქთან მიმართებაშიც. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. მე თბილისელებს ვერ ვეტყვი, რომ აი, ნახეთ, ჩვენ რა მაგრები ვართ, რამდენი კარგი რამ გავაკეთეთ. რამდენი კარგიც გავაკეთეთ, იმაზე ორჯერ და სამჯერ მეტი პრობლემებია დედაქალაქში, რომელსაც ჭირდება მოგვარება და მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამას ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, კახა კალაძის თქმით, ამაზე ჯერ ადრეა საუბარი, რადგან არჩევნებამდე შვიდი თვეა დარჩენილი.
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
PLUS-ის დაბადების დღისთვის მზადება დაიწყო - იშოპინგეთ Extra -ზე და დააგროვეთ მეტი PLUS და MR ქულა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)