2021-01-31 19:15:59, 689 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - თუ ქვეყანაში მოსახლეობის 60% ავცრით კოვიდი დამარცხდება
„თუ ქვეყანაში მოსახლეობის 60% ავცრით კოვიდი დამარცხდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე მოზრდილი მოსახლეობა უნდა აიცრას.
„ჩვენი სამიზნე არის, რომ ავცრათ მოზრდილი მოსახლეობა და მოზრდილი მოსახლეობა 2,8 მილიონია ქვეყანაში. მისი 60% ეს არის, დაახლოებით, 1 700 000 ადამიანი. თუ ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ავცრით, დარწმუნებული იყავით, რომ ქვეყანაში სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება და კოვიდი დამარცხდება“, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,