2015-10-03 19:50:08, 649 ნახვა
საზოგადოება
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მედიისთვის ღია იქნება
სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს.
ყრილობას ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები, დელეგატები, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები, უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იბრძვის.
აქამდე ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან