13:52 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 13:18:32, 441 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენი ეკონომიკისთვის ნებისმიერი რევოლუცია იქნება მომაკვდინებელი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ

ნებისმიერი რევოლუცია იქნება მომაკვდინებელი ჩვენი ეკონომიკისთვის და ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველი გუნდის მიზანია ევოლუცია, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება და არა 30 წლით უკან დაბრუნება.

„არის ძალიან მკვეთრად გამოხატული რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიციის დაჯგუფება, რომლის გზაც არ არის ევოლუციური, არ არის არჩევნები და ეს გზა არის იმედი, რომ მიეცემათ საშუალება სოციალური პრობლემების, ეკონომიკური პრობლემების ფონზე მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი და მოქალაქეებს ამბოხისკენ მოუწოდონ. ჯერ ერთი, ნებისმიერი რევოლუცია იქნება მომაკვიდნებელი ჩვენი ეკონომიკისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის და ისევე, როგორც შს მინისტრი ამბობს, ჩვენ ამას უბრალოდ არ დავუშვებთ, მოსახლეობას შეიძლება ჰქონდეს ჩვენი იმედი ამ ნაწილში, რომ არავითარი მშვიდობიანი, ევოლუციური გზიდან გადახვევა არ იქნება, როგორც აქამდე არ დაგვიშვია ისე არ დავუშვებთ, ჩვენ სწორედ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა,ევოლუციური განვითარება, პროგრესი და ჩვენი მიზანია 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში და არა უკან გადავაგდოთ ქვეყანა 10-20-30 წლით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics