2015-10-03 11:45:50, 561 ნახვა
საზოგადოება
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა.
თუ რის გამო არ იწყება საარჩევნო ყრილობა, ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარი არ გაკეთებულა.
საარჩევნო ყრილობა 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
ცნობისთვის არჩევნებში ხმას 35 დელეგეტი ფარული კენჭისყრით მისცემს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის კენჭს რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იყრიან.
აქამდე აღნიშნული თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან