|
2021-01-21 19:14:39, 812 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ერთი ნაბიჯითაც კი არ იხევდა უკან
„ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ერთი ნაბიჯითაც კი არ იხევდა უკან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩანაწერი ადასტურებს, რომ საქმე ეხება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას. „ბრალდებულთა წრე გაფართოვდება თუ არა, ეს დამოკიდებულია არა ვინმეს სურვილზე, არამედ გამოძიების კონკრეტულ შედეგებზე. დღეს, ვიხილეთ, პროკურატურის მიერ ლეგიტიმურად მოპოვებული ფარული ჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, მინიმუმ ეჭვის საფუძველი, რომ იქ შესაძლოა, სხვა პირთა თანამონაწილეობასთან და ზემდგომი ორგანოების თუ პირების დანაშაულებრივ ჩარევასთან გვქონდეს საქმე. თუმცა, ეს ეჭვია და ამის იქით შეფასებას ვერ გავცდებით. ჩანაწერი ვიხილეთ, რომელიც ადასტურებს, რომ თავის დროზე, საქმე გვქონდა საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან, რასაც მაშინ ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობარი არ აკეთებდა, სამწუხაროდ, ჩვენი წარმომადგენლები აკეთებდნენ. დღეს ობიექტურად მოფიქრალი, კადრების ნახვის შემდეგ დარწმუნდებოდა, რომ საქმე გვაქვს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებასთან. ვინ არიან მისი შემკვეთები, ავტორები, სულისჩამდგმელები და ა.შ. რომლებიც როგორც ჩანს, პირთა ვიწრო წრეს არ მოიცავს, გამოძებით უნდა დადგინდეს, მაგრამ კადრებში კარგად ვისმენდით, თუ როგორ იყო გარკვეული მესიჯები ფარულ ჩანაწერში. ჩვენც აქამდეც დარწმუნებული ვიყავით, რომ არ იყო შემთხვევითი და ვიღაცის სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება მხოლოდ მათი თვითშემოქმედება. ამას დრო და გამოძიება გვაჩვენებს. ჩანაწერებში ჩანდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ერთი ნაბიჯით უკან არ იხევდა, ჩვენი წარმომადგენლებისგან განსხვავებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)