20:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 11:30:27, 597 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი 110 წლისაა

***საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირს 110 წელი უსრულდება.

ეს არის საუკუნოვანი ისტორია, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტს ინახავს. Aიუბილისადმი მიძღვნილი  2015 წლის 2 ოქტომბერს სასტუმრო “კონტინენტ კრონ პალასში” პრესკონფერენცია გაიმართება, ხოლო 4 ოქტომბერს  საკონცერტო დარბაზ „არტ-ჰოლში“ საზეიმო ღონისძიება ჩატარდება.

*** 2000 წლიდან საქართველოს რკინიგზელთა  პროფესიული კავშირი `ევროპისა და მსოფლიოს ტრანსპორტელთა პროფკავშირების (ბრიუსელი, ლონდონი) საერთაშორისო ფედერაციების~ (IთF, Eთ) წევრი ორგანიზაციაა. Aამიტომ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, კავშირის მოწვევით, საქართველოს ესტუმრებიან,  სხვადასხვა ქვეყნის  რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.

***2 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე სიტყვით წარსდგებიან: საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – ზურაბ ნასარაია; თურქეთის ტრანსპორტის პროფესიული კავშირის გაერთიანების მმართველი რიზა ალილერი; გენერალური მდივანი – იშაკ კოსაბიკი; მსოფლიოს ტრანსპორტის პროფესიული კავშირის საერთაშორისო ფედერაციის მიწისზედა ტრანსპორტის სექციის მდივანი ოსტენ ასლაკსენი; სექციის მდივნის მოადგილე ჯანინა მალინოვსკა; რკინიგზელთა და  სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი გენადი კოსოლაპოვი.

*** 4 ოქტომბერს კი გაიმართება საზეიმო ღონისძიება, სადაც მოხდება  პროფესიული კავშირის წევრების დაჯილდოება. 4 ნომინანტს  მიენიჭება – კავშირის პრემიის ლაურეატის წოდება; 23 ნომინანტი კი დაჯილდოვდება  კავშირის სახელობის საპატიო სიგელით. სიტყვით წარსდგებიან, როგორც საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სტუმრები.

***პრესკონფერენცია  გაიმართება 2015 წლის 2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო “კონტინენტ კრონ პალასი” – ში.

მისამართი: ორთაჭალა, 1 - ელი ხეივნის ქუჩა, 12/13; (შსს – ის მოპირდაპირედ)

ხოლო საზეიმო ღონისძიება ჩატარდება 4 ოქტომბერს – საკონცერტო დარბაზში  “არტ ჰოლი”. – 14:00 საათზე.

 

***

საკონტაქტო ინფორმაცია  - 577 99 77 22  ლელა ციხისელი

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics