22:02 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-09 21:35:13, 671 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინა ჩვენთვის არ არის მისაღები

„Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინა ჩვენთვის არ არის მისაღები“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვსი შესაფერისი ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინაა.

„ის ორი ვაქცინა, რომელიც დღეს ყველაზე ფართოდ იხმარება ამერიკაში, გერმანიაში და ინგლისში, Pfizer-ის და Moderna-ს, ჩვენთვის არ არის მისაღები და მისი გამოყენება ხელსაყრელი. იმიტომ, რომ ის საჭიროებს ძალიან რთულ ლოჯისტიკას -80 და  -20 გრადუსზე უნდა იყოს ის შენახული.

ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მიუწვდომელია, სად არის საშუალება იმისი, რომ ყველა რაიონში და ყველა პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები იყოს. ეს ამერიკასაც კი უჭირს, ინგლისს და გერმანიას, იქაც კი შეექმნათ პრობლემები.

ყველზე შესაფერისად მიმაჩნია, ოქსფორდის უნივერსიტეტის და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ რეჟიმს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics