20:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 15:52:07, 549 ნახვა

საზოგადოება
შსს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

შსს-ს ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბრის თვე 568 663 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 12,6 %-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 227 130 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 15,8%);

ბ) ტრანზიტი - 143 258 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,4%);

გ) სხვა - 198 275 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 34,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,8%).

რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 491 039 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 6,7%-ით მეტია.

„2015 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+9%), სომხეთიდან (+6,9%), აზერბაიჯანიდან (+6%), რუსეთიდან (+12,6%) და უკრაინიდან (+11,7%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია და ლატვია (შესაბამისად 20%, 17%, 12%, 12% და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (34%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (54%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (38%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები 814% და საუდის არაბეთი - 84%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 9%-იანი ზრდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics