20:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 11:51:06, 707 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე საუბრობს.

ამის შესახებ ნანუაშვილმა პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მონიტორინგის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის ანგარიშის წარდგენამდე განაცხადა.

როგორ ნანუაშვილმა აღნიშნა, ხანდაზმულ პირთა მიმართ საკმაოდ მცირეა სახელმწიფო პროგრამები და სერვისები.

ამასთან ომბუდსმენმა ხანგაზმულ პირთა უსახლკარობაზე, სიღარიბეზე და საზოგადოებისგან გაუწყლოების ფაქტებზე ისაუბრა.

„მთავარი პრობლემები, რაც გამოიკვეთა სახელმწიფოს მხრიდან ხანდაზმულთა მიმართ, ეს არის ეფექტური პოლიტიკის არ არსებობს, შეზღუდული და ძალიან მწირე რაოდენობით არსებული პროგრამები და სერვისები. ზოგადად უსახლკარობა, სიღარიბე, საზოგადოებისგან გაუწყლოების მაღალი რისკი და ძალადობის შემთხვევები. ეს ის ფაქტებია, რომელზეც ანგარიშში ვსაუბრობთ. შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები არის ძალიან ბევრი, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეა საუბარი, არაადაპტირებულ ფიზიკურ გარემოზე, ძალადობის შემთხვევებზე არის ფაქტები. როდესაც არასათანადო მოპყრობის, ღირსებისშემლახავ ფაქტებზე ვსაუბრობთ, პრობლემები არის იმაზე მეტი ვიდრე ველოდით“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ამასთან, ომბუდსმენის აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ყველა რეზიდენტული დაწესებულება შეისწავლა.

ნანუაშვილის თქმით, პრობლემები პერსონალის ნაკლებობით და მედიკამენტების სიმწირითაც გამოიხატება.

„ჩვენ ყველა რეზიდენტული დაწესებულება მოვიარეთ, შევისწავლეთ იქ არსებული მდგომარეობა და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ შეგვემოწმებინა, რამდენად იყო დაცული სტანდარტები, რომელიც არსებობს კანონმდებლობით. არის ასევე პრობლემები, რომელიც უკავშირდება ზოგადად პერსონალის ნაკლებობას, არაკვალიფიციურობას, მედიკამენტების სიმწირეს, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით არის მძიმე მდგომარეობა და რაც მთავარია, სამწუხაროდ, არ არსებობს ინსპექტირების და მონიტორინგის სისტემა, რომ სახელმწიფომ მოახდინოს ამ დაწესებულებების რეგულარუი შემოწმება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics