|
2015-10-01 11:46:47, 687 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნაზე მუშაობს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნაზე მუშაობს. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე შერჩეულია 600 ქართულენოვანი, უნიკალური კოდის მქონე პირობითი ნიშანი, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საჯარო რეესტრის მიერ პირველად შეიქმნა. ასევე მზად არის პირველი ქართული კლასიფიკატორი, ციფრული სტანდარტი Georgia_10 000 „STYLE”, რომლის საშუალებითაც ციფრული ტოპოგრაფიული რუკის კარტოგრაფიული გაფორმება მოხდება. ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული პროექტთან „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ , რომელსაც საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად ახორციელებს. ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის საფუძვლად სწორედ ამ პროექტის შედეგად მიღებული თანამედროვე სტანდარტის ორთოფოტოები გამოიყენება. ამჟამად დასავლეთ საქართველოს იმ ნაწილში, რომლის ორთოფოტოები უკვე მზადაა, საჯარო რეესტრის თანამშრომლები ინფორმაციას ადგილზე ამოწმებენ, მონაცემებს ადარებენ, ხარვეზებს ასწორებენ და კონკრეტულ არეალებს ხაზავენ. ძირითადი აქცენტი პირველ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებზე კეთდება. ტოპოგრაფიული რუკები ადვილად კითხვადი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ რუკების წარმოების პროცესში საჯარო რეესტრს ნორვეგიელი და შვედი ექსპერტები უწევენ კონსულტაციას. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე 1:10000 -იანი მასშტაბის ქართულენოვანი ტოპოგრაფიული რუკების წარმოება საქართველოში არ მომხდარა. ახალი ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკა ქვეყანას სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამუშაოების წარმოებაში, სამოქალაქო და სამხედრო ტიპის საინჟინრო ნაგებობათა დაგეგმარებაში, ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში დაეხმარება. შესრულებული სამუშაოების პარალელურად, ტოპოგრაფიული რუკა ეტაპობრივად საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge განთავსდება და სახელმწიფო უწყებების, ბიზნესკომპანიებისა და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. რუკაზე მუშაობის საბოლოოდ დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა მისი განახლება მუდმივად გაგრძელდება.
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)