19:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 18:51:47, 548 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მოხუცებს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა საზეიმო კონცერტი მიუძღვნეს. კონცერტის შემდეგ კი, ხანდაზმულებს საზეიმო სუფრით და ტორტით გაუმასპინძლდნენ.

საზეიმო ღონისძიება ხვალ, ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატშიც გაიმართება.

„ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით, ტრადიციულად თბილისის, ასევე ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატებში  ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ყოველ წელს ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვადასხვაგვარი სანახაობა შევთავაზოთ ჩვენს მოხუცებს. წელს გადავწყვიტეთ სიმბოლური თემატიკა შეგვერჩია და პატარა თაობამ საზეიმო კონცერტი მიუძღვნა მოხუცებს. ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი, ჩვენ ბენეფიციარებს, თვეში რამდენჯერმე უწყობს სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს“, – აღნიშნა ტრეფიკინგის ფონდის პიარ მენეჯერმა ქეთი ბეროშვილმა.

ხანდაზმულებისთვის დღევანდელი საღამო სლოგანით „ ჩვენი პატარა ხელებით, მოვალთ და მოგეფერებით“ გაიმართა.

„1 ოქტომბერი არის ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით პანსიონატში ყოველ წელს ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. დღევანდელი დღის სლოგანია „ჩვენი პატარა ხელებით, მოვალთ და მოგეფერებით“. ეს ის დაწესებულებაა, სადაც შოუბიზნესის ყველა წარმომადგენელია ნამყოფი, მაგრამ ჩვენს მოხუცებს განსაკუთრებით უხარიათ პატარები, რადგან თითოულ მათგანში ისინი ხედავენ თავიანთ მონატრებულ შვილიშვილებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოხუცებს დღეს ძალიან ამაღლებული განწყობა აქვთ“, – აცხადებს თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის უფროსმა დარეჯან თომაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics