19:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 18:00:18, 2986 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა “Innova” გაიხსნა

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩა N7-ში  ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა - “Innova” გაიხსნა.

კლინიკის ძირითადი სამედიცინო მიმართულებები იქნება ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია და ზოგადი ქირურგია.

ახალი კლინიკის გახსნას დაესწრება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო. 

“Innova”-ს მთავარი დამფუძნებელია “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”, რომელიც კვლავ აგრძელებს სამედიცინო სფეროში ინვესტიციებს და ეს ჯგუფის უკვე მეორე სრულიად ახალი სამედიცინო ცენტრია.

პროექტის დაფინანსება, როგორც მშენებლობის ისე აპარატურის ნაწილში, განახორციელა  “საქართველოს ბანკმა”, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად.

კლინიკა „Innova” განთავსებულია 7,000 კვ.მ. ფართზე და აღჭურვილია უახლესი თანამედროვე სტანდარტების მქონე აპარატურით, სადაც არის 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი, და მაღალ ტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი. 

კლინიკაში მოღვაწეობენ ისეთი პროფესიონალი და წარმატებული ექიმები, როგორებიც არიან რამაზ აღლემაშვილი, ვადიმ ხატიაშვილი, რეზო ბოჭორიშვილი, ირაკლი თოდუა, გოჩა ჩუტკერაშვილი, ირაკლი ჭელიშვილი (პეჩო), დავით დოთიაშვილი და ზურაბ ნარიმანიძე.

“ჩვენი სურვილია სრულიად ინოვაციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გაუწიოთ პაციენტებს და ზოგადად ავამაღლოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ ახალი კლინიკა - “Innova”, თავისი თანამედროვე ტექნოლოგიით და  აპარტურით საუკეთესო დასავლური ხარისხის სერვისს შესთავაზებს პაციენტებს,“- აღნიშნა კლინიკის მთავარმა ექიმმა გოჩა ჩუტკერაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics