2020-12-29 00:41:35, 1017 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 525 ტესტირება, საიდანაც 104 დადებითი აღმოჩნდა.
ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 8 563 პირი დაინფიცირდა, მათგან 6 746 უკვე გამოჯანმრთელდა. ხოლო რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი საერთო რაოდენობა 111-ს შეადგენს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან