2020-12-28 12:50:39, 1200 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 27 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 487 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 27 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3 078 035-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსს 487 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 55 265-ს მიაღწია.
რუსეთში საერთო ჯამში კორონავირუსისგან 2 471 309 ადამიანი განიკურნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,