2020-12-28 10:18:53, 990 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 19 მილიონს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 19 მილიონს გადააჭარბა, - აღნიშნულ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
მათივე სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 19 132 დადასტურებული შემთხვევაა, რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი საერთო რიცხვი 333 115-ს შეადგენს.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთბული შტატები, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მიხედვით, კვლავ პირველ ადგილზეა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან