|
2015-09-30 11:06:34, 571 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი დასრულდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბორჯომის რაიონში იმყოფებოდა, სადაც გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილესთან შამბი შორპისთან ერთად, პროექტის - „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“ შედეგებს ადგილზე გაეცნო. პროექტი, ფინეთის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2010 წლიდან ხორციელდება და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის მასივის აღდგენას ითვალისწინებს. 2008 წელს ხანძრის შედეგად ბორჯომის ხეობაში 950-მდე ჰა ფართობი დაზიანდა, აქედან სრულად განადგურდა 250 ჰექტარი. სულ პროექტის ფარგლებში 80 ჰექტარზე დაირგო 120 ათასზე მეტი მუხის, ფიჭვისა და ნაძვის ნერგი. 60 ჰექტარზე სამუშაოები ჩატარდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითრების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო 20 ჰექტარზე - ავსტრიის მთავრობის დახმარებით. გაიხსნა საცდელი სასკოლო სანერგე, რომელიც ნორჩი მეტყევეების განათლებას ემსახურება და ნერგებით ამარაგებს ტყის აღდგენით სამუშაოებს. დღესვე, გიგლა აგულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში შამბი შორპიმ, ეკოკლუბელებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დარგვის აქციაში მიიღეს მონაწილეობა. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აგრძელებს ნახანძრალი ტყის კრიტიკული მონაკვეთების აღდგენით სამუშაოებს და მომდევნო 5 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს აღდგენილი ფართობების მოვლა-პატრონობას. ღინისძიებას გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ჩვენ დღეს ვასრულებთ პროექტს, რომელიც ეძღვნება ბორჯომის ტყის განახლებას. აქტიურად ვიმუშავეთ ფინეთისა და საქართველოს მთავრობებთან. 2008 წლის ტრაგედია, რომელმაც დააზიანა ეს უნიკალური ეკოსისტემა, ჩვენ ვაქციეთ შესაძლებლობად - რათა ტყის აღდგენის გარდა, მხარი დაგვეჭირა სოფლის მეურნეობისა და ეკოტურიზმის განვითარებისთვის რეგიონში“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, შომბი შარპიმ.
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)