2020-12-23 12:16:00, 1246 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 560 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 214 871 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 191 968 გამოჯანმრთელდა, 2 233 კი, გარდაიცვალა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან