21:34 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 17:39:25, 563 ნახვა

საზოგადოება
ახალდაბაში, ბეთანიის ქუჩაზე ბეტონის საფარი ეწყობა

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ დროისთვის, ახალდაბაში, ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის თანახმად, ქუჩის დასაწყისში და ბოლოში იგება ასფალტის საფარი, დანარჩენ მონაკვეთზე კი, ბეტონის გზა ეწყობა.
ტერიტორიაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე კიუეტი.

ბეთანიის ქუჩის განახლება ადგილობრივების დიდი თხოვნა იყო. დაზიანებული გზის და დიდი აღმართის გამო, ქუჩაზე შეუძლებელი იყო გადაადგილება, მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო მომსახურების და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავტომანქანების მოძრაობა.

გზის მოწყობის შედეგად, მოწესრიგდება 2 182 კვ. მ ფართობის ქუჩა, რაზეც 381 350 ლარია გამოყოფილი.

საგზაო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics