|
2020-10-02 11:53:24, 609 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე - ივანიშვილს თვითონ ჰყავს გუნდში ის ადამიანები, რომლებიც ქვემეხებით ანგრევდნენ რუსთაველს
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ბიძინა ივანიშვილს განცხადებას ეხმაურება. ბიძინა ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ სიღარიბე შემცირებულიყო და 8 წლის განმავლობაში მხოლოდ წინა 9 წელზე საუბრობდა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებას არ აქვს არანაირი რესურსი, რათა ქვეყანა გამოიყვანის მძიმე კრიზისიდან და სწორედ „ევროპული საქართველოს“ გეგმას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები. „საინტერესო განცხადებაა, ივანიშვილს თვითონ ჰყავს თავის გუნდში ის ადამიანები, რომლებიც ქვემეხებით ანგრევდნენ რუსთაველს. სიღარიბე ობიექტური რელობა შეიძლება იყოს, მაგრამ, მან რა გააკეთა იმისათვის, რომ სიღარიბე ყოფილიყო დაძლეული, ეს არის მთავარი კითხვა. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ 8 წლის თავზე, მან არათუ რაიმე გააკეთა, რომ სიღარიბე შემცირებულიყო, არამედ პირიქით გაიზარდა. მან არათუ რაიმე გააკეთა, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, პირირქით, ამ 8 წლის განმავლობაშუ, წინა 9 წელზე საუბრობდა. ამიტომ, ძალიან მარტივი არის გამოსავალი, ყველას ესმის, რომ ივანიშვილი სიღარიბეს ვეღარ დაძლევს, არ იცის ეს როგორ გააკეთოს, განსხვავებით ევროპული საქართველოსგან, რომელსაც კონკრეტული გეგმა აქვს გარდამტეხი ცვლილებები როგორ მოახდინოს, მათ შორის სიღარიბე როგორ დაიძლიოს, საშუალო ხელფასმა როგორ აიწიოს 2000 ლარამდე, 100 000 სამუშაო ადგილი როგორ შეიქმნას, გადასახადები როგორ შემცირდეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მოვითხოვდით, რომ გადასახადები შეემცირებინათ, რათა ხალხს მეტი ფული დარჩენოდა და კატეგორიულ უარს ვიღებდით. ეხლა რაც არ უნდა აბრალოს 9 წელს და ქვემეხებს რუსთაველზე, ყველამ კარგად გაიგო, რომ თავი და თავი არის თვითონ, მილიარდერი ივანიშვილი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)