17:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 10:42:34, 407 ნახვა

კომენტარი
​ეკატერინე ტიკარაძე - მომდევნო 4 წლის მანძილზე, 13 000 -ზე მეტი დევნილი მოსახლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ვგეგმავთ

მომდევნო 4 წლის მანძილზე, 13 000 -ზე მეტი დევნილი მოსახლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ვგეგმავთ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2020 წლის საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად 300 ლარამდე, სხვადასხვა საპენსიო კატეგორიისთვის კი 400 ლარამდე გაიზრდება.

„ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. 3-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც  8  მილიონზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა. შედეგად, ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა  40 პროცენტიდან 100 პროცენტამდე გაიზარდა და ასიათასობით ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნდა.

ამოქმედდა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც დღეის მდგომარეობით  70 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა.

2012 წლიდან, ორნახევარჯერ გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება, რაც დღეის მდგომარეობით  350 მილიონ ლარს შეადგენს. პენსია, 100 ლარიდან 220 ლარამდე, სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერთათვის კი 300 ლარამდე გაიზარდა.

სოციალური შეღავათები დაწესდა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის, რომლებიც სოციალურ პაკეტზე 20 პროცენტიან დანამატს, აგრეთვე ელექტროენერგიის საფასურის 50 პროცენტიან ანაზღაურებას იღებენ.

ორნახევარჯერ   გაიზარდა საარსებო შემწეობის ოდენობა, ხოლო ხუთჯერ გაიზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვების შემწეობა.

ორნახევარჯერ   გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა. 2013-2020 წლებში, 22 500 დევნილი ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი საკუთარი საცხოვრებლით.

ჯანდაცვის სფეროს უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური დახვეწა, რაც უზრუნველყოფს ავადობის ადრეულ გამოვლენას, გააუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებელს.

სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქნება. ჯანდაცვაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევისთვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ყველა მოსარგებლე მიიღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, მისთვის მოსახერხებელ ადგილას დაყოვნების გარეშე.

გაგრძელდება აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ქრონიკული დაავადებების ეფექტური მართვისთვის. ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად 300 ლარამდე, სხვადასხვა საპენსიო კატეგორიისთვის კი 400 ლარამდე გაიზრდება.

შემდეგი 4 წლის მანძილზე, ჩვენ ვგეგმავთ 13 000 -ზე მეტი დევნილი მოსახლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას“, - განაცხადა ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics