|
2020-09-30 14:05:56, 1227 ნახვა
კომენტარი
DRI მარნეულში ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს და სამართალდამცავებს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 29 სექტემბერს მარნეულში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ფიზიკური ანგარიშსწორების, მათი ჯანმრთელობისა და კუთვნილი აპარატურის დაზიანების ფაქტებს. DRI შეახსენებს ხელისუფლებას, რომ უპირველეს ყოვლისა მას ეკისრება ძალადობისგან თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოზე პასუხისმგებლობა, სადაც უზრუნველყოფილია პოლიტიკურად მიუღებელი კრიტიკული მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა. „გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტებზე თავდასხმას წინ უძღოდა ძალადობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საოლქო კომისიის წევრზე. ფიზიკური დაპირისპირება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევაზე არსებულმა უთანხმოებამ გამოიწვია. თავდამსხმელებმა დააზიანეს ნაციონალური მოძრაობის წევრის ლაშა ქველაძეს კუთვნილი ავტომობილი და ფიზიკურად გაუსწორდნენ მასთან მყოფ სამ პირს. ფაქტის გასაშუქებლად პარტია ქართული ოცნების ოფისის წინ მისულ მთავარი არხისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ათამდე პირმა. თავდამსხმელები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორებს და დააზიანეს მათი ტექნიკა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა მიზნად ისახავდა ისეთი მაღალი საჯარო ინტერესის მოვლენების გაშუქებისთვის ხელის შეშლას, როგორებიცაა არჩევნები, არჩევნებისთვის მზადება და სამოქალაქო აქტივისტების დევნა. ფიზიკური ანგარიშწორების მსხვერპლი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძეც. დაზარალებულის გადმოცემით, მას ფიზიკურად უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარე გაუსწორდა. სამართალდამცავების უმოქმედობამ კი ხელი შეუწყო ძალადობისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მომდევნო ეპიზოდებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს: სამართალდამცავ ორგანოებს - შემჭიდროვებულ ვადებში ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე ძალადობის შემთხვევები. ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს - საჯაროდ და ცალსახად დაგმონ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)