|
2020-09-30 11:58:51, 589 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე - ხელისუფლება, რომელიც მომავლის მოდელად საჩხერეს გვთავაზობს, დაპირისპირებისა და ოპონენტების დაშინების გზას ირჩევს
ხელისუფლება, რომელიც მომავლის მოდელად საჩხერეს გვთავაზობს, დაპირისპირებისა და ოპონენტების დაშინების გზას ირჩევს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების ძალადობასა და მედიაზე თავდასხმას. მისი თქმით, დღეს ხელისუფლებას არ აქვს პასუხი საზოგადოებაში არსებულ არც ერთ კითხვაზე, ამიტომ ის ირჩევს ძალადობისა და დაპირისპირების გზას. როგორც მან აღნიშნა, უნდა დაისაჯოს მარნეულის ინციდენტში ჩართული ყველა ის პირი, რომლებზეც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აორგანიზებდნენ და მონაწილეობდნენ ამ ძალადობაში. „მინდა გამოვეხმაურო ძალადობის ფაქტების იმ სპირალას, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ხელისუფლებამ ბოლო დღეების განმავლობაში და რომლის პიკიც იყო გუშინ, მარნეულში დატრიალებული მოვლენები. პირველ რიგში, ევროპული საქართველოს სახელით მინდა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ძალადობის თითოეულ მსხვერპლს, ჟურნალისტებს, რომლებიც ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პარტია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ გახდა სისხლიანი და ძალადობრივი ანგარიშსწორების მსხვერპლი. ევროპული საქაღთველო გმობს ძალადობას და მოითხოვს ხელისუფლებისაგან გამოძიებულ იქნას და დასჯილი იქნას ყველა, მათ შორის ის მაღალი თანამდებობის პირები, ვიზეც არსებობს მაღალი ალბათობით გონივრული ეჭვი, რომ პირადად აორგანიზებდნენ და მონაწილეობდნენ ამ ძალდობაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გზა, რომელიც აირჩია ქართულმა ოცნებამ, საარჩევნო გარემოს დაძაბვის და არჩევნების წინ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაშინების და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების გზა, ეს არის გზა, რომელიც უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს მომავალსა და სტაბილურობას, ეს არის ასლან აბაშიძის გზა, რომელსაც მივყავართ საზოგადოების დაპირისპირებამდე, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ერთმანეთთან დაჯახებამდე და სახელმწიფოს მხრიდან მისი მთავარი ფუნქციის, წესრიგის, სიმშვიდის და მარლთწესრიგის მორღვევამდე. ეს არის გზა, რომლითაც ქართული ოცნება ფიქრობს არჩევნების მოგებას, ვინაიდან დღეს, ქვეყანა არის უმძიემეს ეკონომიკურ კრიზისში და ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი გზა არჩევნების მოსაგებად. ხელისუფლებას არ აქვს პასუხები კითხვებზე, ექნებათ თუ არა ადამიანებს სამუშაო, გაიზრდება თუ არა პენსია, დასტაბილურდება თუ არა ფასები, გამყარდება თუ არა ლარი, ხელისუფლებას არ აქვს პასუხი არცერთ კითხვაზე, ამიტომ, ხელისუფლება, რომელიც მომავლის მოდელად საჩხერეს გვათავაზობს, ირჩევს სწორედ დაპირისპირების, ოპონენტების დაშინების და საარჩევნო გარემოს პოლარიზების გზას, რათა შემდეგ ამ პოლარიზებულ გარემოში ისევ დაპირისპირების შიშით, ისევ უარესის შიშით, ცუდი აარჩევინოს ადამიანებს. ამას უნდა დავუსვათ წერტილი ერთხელ და სამუდამოდ, არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, კიდევ ერთხელ აგვარჩევინოს ცუდი უარესის შიშით, არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება სამოქალაქო დაპირისპირების, ძალადობის და განხეთქილების გზაზე დააყენოს ქვეყანა, ამიტომ ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ თითოეული იმ ადამიანის დასჯას, ვინც მონაწილეობდა და აორგანიზებდა ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობას და მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ნუ შეგეშინდებათ, ასეთი რამ ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლების ბოლო ფაზაა და მას აღარ აქვს კითხვები იმ პასუხებზე და მოთხოვნებზე, რაც არსებობს საზოგადოებაში. ქვის სროლით არ იქმნება სამუშაო ადგილები, ადამიანების ცემით არ მყარდება ლარი, მანქანების მტვრევით არ იზრდება პენსია. 31 ოქტომბერს წერტილი უნდა დავუსვათ ამ ხელისუფლებასაც და წერტილი უნდა დავუსვათ ქვის ხანასაც. ამიტომ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მოვუწოდებთ, იყავით მტკიცედ, მშვიდად, არ შეშინდეთ, ჩვენი სიმშვიდით და სიმტკიცით აუცილებლად დავამარხებთ ამ ხელისუფლებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)