|
2020-09-30 10:17:41, 598 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: ქართულ ციხეში პატიმრისა და თანამშრომლის ღირსება დაცულია
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სამინისტროს რვაწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა. „დღეს მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ციხეში არა მხოლოდ პატიმრის უფლებებია უფრო მაღალი ხარისხით დაცული, ვიდრე იყო ოდესმე, არამედ თანამშრომლის ღირსებაც არის დაცული და პატივცემული. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირველ პერიოდში სწორედ ციხეში სუსტი თანამშრომელი იყო ჩვენი გამოწვევა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. თანამშრომელი დღეს ციხეში აღარ არის სუსტი და დაუცველი. ღიად ვიტყვი, მას აღარ ენატრება წარსული, მას ძალიან მოსწონს აწმყო და ელის კიდევ უფრო კარგ მომავალს, რომელიც, სხვათა შორის, 1-ელ ნოემბერს დადგება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა მისი თქმით, სუსტი თანამშრომელი ციხეში ნიშნავს პატიმრის უფლებების ნაკლები ხარისხით დაცვას და სწორედ ამის გამოსწორება იყო ბოლო დროის მიზანი და პრიორიტეტი. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ დღეს გლდანის ციხე არის სამაგალითო დაწესებულება ყველა სხვა დაწესებულებასთან ერთად და მიმართა პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებს, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მათზე უსაფუძვლო დარტყმებია მოსალოდნელი. „ძვირფასო პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებო, ელოდეთ წინასაარჩევნო კამპანიისას უსაფუძვლო დარტყმებს, ელოდეთ კრიტიკას, რადგან მავანი ფიქრობს, რომ რასაც თავად აკეთებდა, იმის სხვისთვის დაბრალებით მოიგებს პატიმრების გულს და დაბრუნდება ხელისუფლებაში. საქართველოს პატიმრებმა, ვადიანებმა და უვადოებმა, ყველამ კარგად იცის, რომ მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ეს გუნდი - ქართული ხელისუფლების პოლიტიკური გუნდი, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური. მადლობა თქვენ, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ბატონ გენდირექტორს, ჩემს მოადგილეებს და ყველას შრომისა და მოთმინებისთვის.“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)