01:03 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 21:07:22, 1646 ნახვა

ომი უკრაინაში
ეზუგბაიას - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში Covid 19-ით ინფიცირებული პაციენტების 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში Covid 19-ით ინფიცირებული 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში 141 პაციენტიდან 9-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

"საერთოდ სამომავლოდ განიხილება, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს Covid 19-ის ძირითადი მიმღები მძიმე და კრიტიკულ პაციენტებთან მიმართებაში. ეს საქმე თითქმის ამ გზაზე დგას. დღეს, 141 პაციენტი გახდეს, მათგან 80%-ზე მეტი პაციენტების მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა. აქედან კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 9. ექიმებთან გვქონდა შეხვედრა, მიიღეს ჩემგან მითითებები პაციენტების მართვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. 

ამ ეტაპზე ჩვენ ვხვეწავთ როგორ მოხდეს ტრიაჟის გაუმჯობესება, ეს არ არის ხარვეზი. 

საწოლფონდი არის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება დინამიკა და უნდა ვიყოთ მზად, რომ თუ კიდევ მომეტებული იქნება პაციენტების რაოდენობა, საწოლფონდი იყოს საკმარისი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics