02:59 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-16 15:05:37, 1046 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა ენმ-ს - ნებისმიერ მცდელობას ერთპიროვნული მმართველობისკენ, „ევროპული საქართველოსგან“ მოყვება წინააღმდეგობა

„ნებისმიერი მცდელობას ერთპიროვნული მმართველობისკენ,  ევროპული საქართველოსგან მოყვება წინააღმდეგობა“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველას აქვს უფლება იოცნებოს, თუმცა ივანიშვილის ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს კვალიციური მმართველობით.

„დიახ, თქვენ გაქვთ უფლება დააყენოთ პრემიერობის კანდიდატად ვინც გნებავთ, მათ შორის მ. სააკაშვილი. თქვენ გაქვთ უფლება ისაუბროთ, იოცნებოთ, "ერთპარტიულ გამარჯვებაზე" (მ. სააკაშვილი). იმის უფლებაც გაქვთ, ამის გამო ჩაშალოთ ერთიან მაჟორიტარებზე კონსულტაციები, გაყოთ ოპოზიციის ხმები, მხოლოდ იმიტომ რომ მეორე ტურში ბევრი ხუთიანი გავიდეს და ამით პარლამენტში 76 ნაციონალის მოხვედრაზე იოცნებოთ, რომ შემდეგ მიშა კოალიციის გარეშე აირჩიოთ პრემიერად. დიახ, გაქვთ უფლება თქვათ ენმ-ს გამარჯვება მიშა სააკაშვილის მესამე ვადას ნიშნავს. ეს თქვენი უფლებაა.

ჩვენი, ევროპულ საქართველოს, და ასევე სხვა ოპოზიციის, უფლება და მოვალეობაა რომ განგიმარტოთ- ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას, არა ენმ-ს და სააკაშვილის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, არამედ ევროპული კოალიცია ჩაანაცვლებს. ესაა მოსახლების 73% სურვილი. ესაა ისტორიული მომენტი, გზაგასაყარი, რომ არცერთი მთავრობა აღარ იყოს ბატონი, არამედ-ხალხის მსახური, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიაშია.

დიახ მეგობრებო, ნებისმიერი მცდელობა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისკენ, ჩვენგან, ევროპული საქართველოსგან, მოყვება წინააღმდეგობა, ეს ყველას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, ვინც კი ამაზე ოცნებობს. ცხადია, ენმ-ს გარეშე კოალიცია ვერ შედგება, ისევე როგორც კოალიციურ პროპორციებს ამომრჩეველი გადაწყვეტს. ამიტომ დავადასტუროთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და მკაფიო განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის“, - ვკითხულობთ გიგი უგულავას გავრცელებულ პოსტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics