02:58 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 22:14:55, 1022 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ენმ-ს განცხადებები პროპაგანდისტულად ივანიშვილის დახმარებაა

„ენმ-ს განცხადებები, ჩემი აზრით, პროპაგანდისტულად ივანიშვილის დახმარებაა“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის პრემიერობის საკითხის წინ წამოწევაც ძვირად დაუჯდება ენმ-ს.

“რაც შეეხება თვითონ ამ საკითხს, რაც წამოიჭრა ენმ-ის წევრების ნაწილის მხრიდან, ჩემი აზრით, პროპაგანდისტულად ეს ივანიშვილის დახმარებაა, იმიტომ, რომ საკითხის ასე დასმა, რომ თუ ბიძინა არ იქნა, მიშა იქნება, სწორედ ის ხაზია, რაც ქართულ ოცნებას აქვს. გასაგებია, რა გათვლაც აქვთ, მაგრამ ბევრად მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც შეთანხმებულია, რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს, ვიდრე მათი, რომლებიც რომელიმე ერთ პარტიას, მითუმეტეს მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს.

თუ 51%-ზე მეტს მიიღებს ნაციონალური მოძრაობა, ბუნებრივია, ვინც მათ სრუთ, იმ პრემიერს წარადგენენ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეგ არ მოხდება და იქნება კოალიცია, სადაც მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა. აღშფოთება იმით, რატომ არ მოგწონთ ჩემი არჩევანიო, კომიკურია, რომ არა საზიანო.

აქ იმაზე კი არაა ლაპარაკი, რომ ერთმანეთი მოგვწონს და ამიტომ ვუჭერთ ერთმანეთს მხარს. უბრალოდ, ეროვნული ამოცანაა, რომ რისკები დავაზღვიოთ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ძვირად არ დაუჯდებათ სააკაშვილის პრემიერობის საკითხს რომ წევენ წინ? რისი მომტანია ეს? 50% არავის აქვს. ყველას სჭირდება ურთიერთმხარდაჭერა, რომ პირველივე ტურში მოვიგოთ. ვისაც ეს არ ესმის, ვერაფერი გაუგია, მაგრამ მოუწევთ გაგება, იმდენად მყარია რეალობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics