|
2020-08-14 17:50:58, 914 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებში, ვინაიდან ჩვენს პარტიას ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს
პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში პარტია „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. „დავით სონღულაშვილი არის პარლამენტის გამორჩეული წევრი, რომელიც ნიჭიერებითა და კრეატიული იდეებით გამოირჩევა. მჯერა, რომ იგი საუკეთესოდ მოემსახურება კახეთის რეგიონის მოსახლეობას და საქართველოს პარლამენტში მათ ინტერესებს დაიცავს", - განაცხადა მან. პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაცულია მოქალაქის თავისუფლება, ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა. „მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და თითოეული მოქალაქის თავისუფლება", - განაცხადა მან. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საღად და პასუხისმგებლობით უყურებს 2020 წლის არჩევნებს. შესაბამისად, „ქართული ოცნების" გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში. ვინაიდან ალტერნატივა ჩვენს ხე
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)